მარეგულირებელი „მაგთიკომის“ მიერ ტარიფების ცვლილების საკითხს სწავლობს
საქართველო, თბილისი - 11:13 | 21.05.2016 ნანახია: 1211საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაში ბოლო პერიოდში შპს „მაგთიკომის“ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეხმიანება. კომისიამ მობილური სატელეფონო მომსახურების ერთი წუთის ზედა ზღვრული ტარიფი 24 თეთრის ოდენობით 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაამტკიცა, გადაწყვეტილება მოქმედია და სავალდებულოა შესასრულებლად.
„დღეს არსებული კონკურენციის პირობებში მომხმარებელი გაცილებით უფრო დაბალ ფასად იღებს მომსახურებას, სტანდარტული ტარიფით მხოლოდ ის აბონენტები სარგებლობენ, რომლებსაც არ აქვთ შერჩეული და გააქტიურებული სხვადასხვა სატარიფო პაკეტები”, აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორების მარკეტინგულ პოლიტიკაში არ ერევა, ეს რეაგირება მოხდება იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ ოპერატორი არღვევს კომისიის გადაწყვეტილებას და მომხმარებლისთვის გაწეული მობილური სატელეფონო მომსახურების ერთი წუთის ღირებულება დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს - 24 თეთრს გადააჭარბებს.
კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „მაგთიკომს“ და კომპანიის მიერ ტარიფების ცვლილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. კომისია შესაბამის დამატებით განმარტებებს აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა