ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:10 | 20.05.2016
ნანახია: 1397

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა.  ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი ხვალიდან, 2.1460 ლარი იქნება. 20 მაისს ოფიციალური კურსი 2.1470 იყო.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მცირედით გაუფასურდა. ხვალ, ერთი ევროს შეძენა 2.4067 ლარად იქნება შესაძლებელი.

2016 წლის 21 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1464 შეადგინა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე