აბუ დაბიში ტურისტული გადასახადი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 14:26 | 20.05.2016
ნანახია: 1288

ყოველი ტურისტი, რომელიც აბუ დაბიში სასტუმროში გაცერდება ყოველდღიურ გადასახადს გადაიხდის. როგორც აბუ დაბის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, ტურისტის ყოველდღიური გადასახადი 5 დოლარია და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის სასტუმროში განთავსდება ტურისტი.

გადასახადის გადახდა შესაბამისი კურსის დირხამებში მოხდება.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში პირველად ტურისტული გადასახადი დუბაიში ამოქმედდა, ეს კი 2014 წლის 31 მარტს მოხდა. დუბაიში ტურისტული გადასახადი 2 დოლარიდან 6 დოლარამდეა.

2015 წლის 1-ელი ნოემბრიდან კი მსგავსი გადასახადი ამოქმედდა რას ელ ხაიმის საემიროშიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე