ბათუმი მღრღნელების გარეშე!

საქართველო, თბილისი - 12:55 | 20.05.2016
ნანახია: 1574

ბათუმი მღრღნელების გარეშე! ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაცია გრძელდება.

მერიაში აცხადებენ, ბათუმში მღრღნელებისა და მწერების წინააღმდეგ დეზინსექცია-დერატიზაციის მორიგი ეტაპი უკვე დაიწყო. იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ნაგავშემკრები კონტეინერები სპეციალური ხსნარით იწამლება. ასევე იწამლება ღია არხები და დაჭაობებული ტერიტორიები. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია - ლიფტებისა და სარდაფების მღრღნელების საწინააღმდეგო სითხით დაწამლვა.

პროგრამის ფარგლებში, სადეზინსექციო სამუშოები რეგულარულად, თვეში ერთხელ ხორციელდება, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი - ორჯერ.

დეზინსექცია მაისიდან ოქტომბრამდე 8400 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს თვეში ორჯერ ჩაუტარდება. ასევე განხორციელდება 600 იტალიური ეზოსა და მრავალბინიანი სახლის სარდაფების დეზინსექცია.

პროგრამას მერიის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას კი ტენდერში გამარჯვებული შპს ,,სანდასუფთავება“ ასრულებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 302 ათას 396 ლარია გამოყოფილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე