ბაჰრეინის სამეფო ქართული ცხვრით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 20.05.2016
ნანახია: 1495

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის წევრებს - ბაჰრეინის სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოდან ბაჰრეინის სამეფოში ცხვრის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური საკითხებისა და ვეტერინარული სერტიფიკატების შეთანხმების შემდეგ, ქართული ცხვრის გაყვანა უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი.

ქართული ცხვრის ახალ საექსპორტო ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მეცხვარეობის დარგის განვითრებაზე.

ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის წევრები საქართველოდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე