ბათუმის მერია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისთვის 0,6 მლნ ლარს დახარჯავს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 19.05.2016
ნანახია: 1354

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება თანადაფინანსებით. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამა "მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება-მოწყობა თანადაფინანსებით" გრძელდება. პროგრამის ფარგლებში გადაიხურება დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.

ამ დროისათვის სამუშაოები ნონეშვილის ქუჩის # 16-20-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 38 ათას ლარს შეადგენს. პარალელურად გადახურვა 4 მისამართზე ხორციელდება.
ამ ეტაპზე დასრულებულია 2 საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთება. ტენდერი გამოცხადებულია 7 სახურავის შეკეთება-მოწყობაზე.
პროგრამის მიხედვით, სამუშაოების ღირებულების 97%-ს მერია დაფარავს, ხოლო 3%-ს მობიინადრეები.
პროგრამის განხორციელებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე