Fitch Ratings-მა ლიბერთი ბანკს რეიტინგი (B+)-მდე გაუზარდა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 19.05.2016
ნანახია: 1295

Fitch Ratings-მა ლიბერთი ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) B დან B+ მდე გაუზარდა, ხოლო მოკლე ვადიანი საკრედიტო რეიტინგი B ზე, სტაბილური პროგნოზით დაუდასტურა.

FitchRatings-ის განცხადებით, ლიბერთი ბანკს რეიტინგი მომგებიანობის გაუმჯობესების გამო გაეზარდა, რადგან ბანკმა, არასახარბიელო გარემო ფაქტორების მიუხედავად, ადეკვატური კაპიტალიზაციის და აქტივების ხარისხის ჯანსაღი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო.

ცოტა ხნის წინ, ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული).

„ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებით და მაღალი საზედამხედველო კაპიტალის ბუფერით. სანდო, გლობალური ინსტიტუტის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა სრულ თანხვედრაშია ბანკის ფინანსურ შედეგებთან.” აღნიშნა ალექსი ხოროშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე