ავიაკომპანია EasyJet-მა ტურისტებისათვის ფეხსაცმელი-ნავიგატორი შექმნა

საქართველო, თბილისი - 12:31 | 19.05.2016
ნანახია: 1300

ბრიტანულმა ავიაკომპანია  EasyJet-მა Sneakairs-ი შექმნა, ეს არის სპეციალური ფეხსაცმელი ტურისტებისათვის, რომელსაც უცხო ქალაქებში კარგად ორიენტირების „უნარიც“ აქვს.

ფეხსაცმელი აღჭურვილია სპეციალური გადამცემებით, რომელიც სმარტფონს Bluetooth-ს უკავშირდება.

ტურისტენმა სმარტფონში სპეციალური პროგრამა უნდა ჩატვირთონ, ამის შემდეგ კი ფეხსაცმელი პატრონს თავად მიუთიტებს და მიანიშნებს სწორ გზას და მდებარეობას.

როგორც უცხოური პრესა წერს, ავიაკომპანია EasyJet-ი მსგავსი ფეხსაცმელების რეალიზაციას საკუთარ კლიენტურაზე დაიწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე