აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსულ მედიაში აქტიურად წერენ
საქართველო, თბილისი - 11:56 | 19.05.2016 ნანახია: 1522აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირება რუსეთში აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო, რასაც რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირსშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.
სტატიები:
პიარ კამპანიების ფარგლებში დეპარტამენტმა მოსკოვში ჟურნალისტებისთვის პრეს ლანჩს, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა. მასტერკლასზე ტურისტული სააგენტოები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები. მასტერკლასის მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო, რამაც ტურისტული სააგენტოების მოწონება დაიმსახურა. მათ აქტიურად დაიწყეს აჭარის მიმართულებით გასტრონომიული ტურპაკეტების შემუშავება.
რუსეთში მიმდინარე პიარ კამპანიების ფარგლებში ასევე დაწყებულია აქტიური ონლაინ რეკლამა ცნობილ ონლაინ გამოცემებში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სარეკლამო სტატიების, ბანერებისა და ონლაინ კონკურსების განთავსებას გულისხმობს.
სტატია: http://www.tourister.ru/
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятницаგადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს. გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა.
სტატიები:
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა