INTA 2016-ზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 11:38 | 19.05.2016
ნანახია: 1276

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ყოველწლიურ შეხვედრაზე საქპატენტი  მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შესახებ ინფორმაციას  მსოფლიოს 9500-ზე მეტი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მფლობელი კომპანიების,  იურიდიული  კომპანიების და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული უწყებების წარმომადგენლები გაეცნობიან. შეხვედრა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მსოფლიოში სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში,   21-25 მაისს (2016 წ.), ორლანდოში (აშშ, ფლორიდა) გაიმართება. 

გასულ წელს,  საქპატენტის მიერ გატარებული ღონისძიებების და აქტიური კამპანიის შედეგად, დაფიქსირდა სასაქონლო ნიშნის განაცხადების 10%-მდე ზრდა, რაც ფინანსურად ჯამში გამოიხატება დაახლოებით 200,000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. აღნიშნული მაჩვენებელის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საქპატენტი   INTA-ზე გეგმავს მრგვალი მაგიდის დისკუსიისა და გამოფენაში მონაწილეობის მიღებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის, მათი უფლებების აღსრულების მექანიზმების, საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის წარმოების შესახებ.

INTA -სასაქონლო ნიშნების მფლობელთა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტთა გლობალური კავშირია, რომლის საქმიანობა მიმართულია სასაქონლო ნიშნებისა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მხარდაჭერისაკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვა და კეთილსინდისიერი და ეფექტური კომერციული საქმიანობის განხორციელება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე