სამკურნალო საშუალებებმა მთელი იმპორტის 27 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 19.05.2016
ნანახია: 1269

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აპრილში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 723 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 27 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 136 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა135 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მლნ. აშშ დოლარს (14 პროცენტით მეტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე