ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 19.05.2016
ნანახია: 1175

 

2016 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი  (475 მლნ. აშშ დოლარი), კანადა (450 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (256 მლნ. აშშ დოლარი).

 აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მლნ. აშშ დოლარს (14 პროცენტით მეტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე