დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.05.2016
ნანახია: 1204

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აპრილში 765 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 184 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 581 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 22 პროცენტი (2015 წლის იანვარაპრილში შესაბამისად 30, 36 და 28 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აპრილში ასევე 24 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე