ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველომ 11%-ით მეტი ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.05.2016
ნანახია: 1492

2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 936 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 147 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 789 მლნ. აშშ დოლარი (24 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 28, 30 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აპრილში 26 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე