სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 18.05.2016
ნანახია: 1376

18 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 144 385 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,850 პროცენტით,  მაქსიმალური 8,110 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7,986 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე