საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა
საქართველო, თბილისი - 13:37 | 17.05.2016 ნანახია: 1344საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” 17 მაისს, კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა.
ახალი სისტემის მართვა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრიდან განხორციელდება. რადიოსადგური კახეთის რეგიონში (ალაზნის ველის ტერიტორია) დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივ კავშირს დაამყარებს. საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. G კლასი მცირე ავიაციისთვის არის განკუთვნილი.
საქაერონავიგაცია სრულად აკონტროლებს ნებისმიერ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო ხომალდებს. გამონაკლისი იყო მხოლოდ დაბალი სიმაღლე კახეთის რეგიონში, სადაც რადიოტალღები პირდაპირი ხედვის არეში ვრცელდება. ცივ გომბორის მთიანი მასივი თბილისსა და კახეთს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებაში ბარიერს ქმნიდა და ამ ზონაში მფრენ მცირე ზომის ხომალდებთან დასაკავშირებლად 10-15 წუთი იყო საჭირო. ამგვარი კავშირის არსებობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თავდაცვის სამინისტროს სსტც „დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი აამოქმედა. “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი რადიოსადგური G კლასში მფრენ საჰაერო ხომალდებს დამატებით კომფორტს შეუქმნის, ასევე დაინტერესებულ სტრუქტურებს ხომალდების შესახებ ზუსტ ინფორმაციას უფრო მოკლე დროში მიაწვდის. საჰაერო მოძრაობის მართვა რადიოკავშირის გარეშე წარმოუდგენელია. ავიამეთვალყურეები საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს სწორედ რადიოკავშირის საშუალებით ეკონტაქტებიან. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს სისტემის სრულყოფასა და საიმედოობაზე, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რის შედეგადაც საქაერონავიგაციას გააჩნია მოქნილი, მრავალფუნქციური, საიმედო, ეკონომიური, სტაციონარული და პორტატული რადიოსადგურები.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა