ყაზახი ჟურნალისტები ასტანაში ჩატარებულ აჭარის დღეს ეხმაურებიან

საქართველო, თბილისი - 12:12 | 17.05.2016
ნანახია: 1326

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ასტანაში ჩატარებულ რეგიონის პრეზენტაციას ჟურნალისტები ეხმაურებიან. ყაზახურ ონლაინ, ბეჭდურ და ტელე-რადიო მედია სივცეში ასტანაში ჩატარებული აჭარის დღის, რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და აჭარაში დასვენების შესახებ 20-მდე მასალა გამოქვეყნდა. სტატიებში ძირითადათ აქცენტი აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე, რეგიონში არსებულ ფასებსა და ყაზახი ტურისტების მიერ აჭარაში დასვენების შესახებ კეთდება. როგორც ჟურნალისტები წერენ, ყაზახი ტურისტების უმრავლესობა ბოლო წლებში საქართველოსა და აჭარაში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, რასაც ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების გაზრდილი სტატისტიკაც მეტყველებს.

საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში დასვენების უპირატესობებზე საუბრობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი ტელეკომპანია „«Хабар»-თან მიცემულ ინტერვიუში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ასტანაში „აჭარის დღე“-ს 25 აპრილს უმასპინძლა და მას ყაზახეთში წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილმა ქართულმა ფოლკლორმა, სამზარეულომ და ღვინომ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. „აჭარის დღე“- ს დეპარტამენტი 28-29 მაისს ვილნიუსში უმასპინძლებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე