სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენების შესახებ იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 17.05.2016
ნანახია: 1537

სასტუმრო ”ვერე პალასში“ სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მეტეოროლოგიური მონაცემების  გამოყენების შესახებ იმსჯელეს.         

შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი  და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა  საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გვალვებით გამოწვეული შესაძლო  მატერიალური ზარალის თავიდან აცილებას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე