„Ural Airlines“-მა პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:56 | 16.05.2016
ნანახია: 1584

 

16 მაისს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიამ - „ Ural Airlines“ პეტერბურგი-ბათუმი-პეტერბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტერბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ -  ორშაბათსა და პარასკევს,

A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო.  7 ივნისიდან კი მოსკოვის, ეკატერინბურგის და პეტერბურგის მიმართულებების გარდა  ავიაკომპანია „Ural Airlines “-ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პირდაპირ რეისებს სამარაშიც შესთავაზებს.  

რუსული ავიაკომპანია „Ural Airlines“ 1943 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 34 ავიახომალდით, 40 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „ Ural Airlines “-ის ავიაპარკი 18 Airbus A320, 10  А321 და    6 А319 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე