ფულადი გზავნილების მოცულობა 4 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 16.05.2016
ნანახია: 1298

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით (3.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.3 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.3 მლნ აშშ დოლარი (37.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მლნ აშშ დოლარისა (32.8 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე