„El Al Israel Airlines“-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:07 | 16.05.2016
ნანახია: 1311

„El Al Israel Airlines“-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სეზონს ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით ხვდება. 16 მაისს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის ავიაკომპანიამ „El Al Israel Airlines“ თელ-ავივი --ბათუმი-- თელ-ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. პირდაპირი რეისები თელ-ავივიდან ბათუმში კვირაში სამჯერ- ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს Boing 737, 757 და Airbus A-320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 31 მაისიდან ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე