მსოფლიოს ყველაზე დიდმა საკრუიზო ლაინერმა ოპერირება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:36 | 16.05.2016
ნანახია: 1475

მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერი Harmony of the seas-ი პირველი რეისს ასრულებს. ლაინერმა რეისის შესრულება საფრანგეთიდან, სან-ნაზერიდან დაიწყო. თუმცა საკრუიზო მარშრუტს ის დიდი ბრიტანეთიდან, საუტგემტენიდან დაიწყებს, როცა გემზე პირველი მგზავრი ავა.

ლაინერი 227,5 ათას ტონას იწონის და მისი სიგანე 66 მეტრი, ხოლო სიგრძე 362 მეტრია.

Harmony of the seas-ი 6,4 ათას მგზავრე და ეკიპაჟის  2 ათას წევრზეა გათვლილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე