ბათუმში, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 16.05.2016
ნანახია: 1414

ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაიგო. ჯამში, 204 გრძ. მეტრზე დაიგო 2450 კვმ 7სმ-იანი პირველი ფენა ასფალტი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 400 გრძ. მეტრი სანიაღვრე სისტემა, 20 ცხაურიანი მიმღები ჭა და 5 საკომუნიკაციო ჭა. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობის სამუშაოები.
დემეტრე თავდადებული ქუჩის კეთილმოწყობის შემდეგ დაიწყება ლუკა ასათიანისა და 26 მაისის ქუჩების მოასფალტება. პარალელურად განხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე