ქეთევან ბოჭორიშვილი ფრანჩაიზინგის სასწავლო კურსის გახსნას დაესწრება
საქართველო, თბილისი - 11:04 | 16.05.2016 ნანახია: 1232ქართული კერძო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცნობიერება აიმაღლონ ფრანჩაიზინგთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში, 16-17 მაისს ორდღიან სასწავლო კურსს უმასპინძლებს.
სასწავლო კურსს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი გახსნის და მიმოიხილავს ფრანჩაიზინგის მნიშვნელობასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მის როლს. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ფრანჩაიზინგის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოსვლისთვის სათანადო საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას.
კურსის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულია დამსწრე აუდიტორიისთვის ფრანჩაიზინგზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება, უკვე არსებული საერთაშორისო ბრენდების მაგალითების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიის ნაწილში ასევე შესაძლებელი იქნება მოცემული სფეროს პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება. ამასთანავე, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ქართული ბაზრის პერსპექტივებსა და სამომავლოდ ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე.
კურსის დასრულების შემდეგ, 18 მაისს, პროგრამის ექსპერტი შეხვედრას გამართავს იმ 20 კომპანიასთან, რომლებსაც სურთ საქართველოში ფრანჩაიზის მიმღებნი იყვნენ. დაგეგმილია ექსპერტის მიერ სათანადო პროფესიული რჩევების გაცემა და ბიზნეს გეგმების შეფასება.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა