ალბანეთი საქართველოსთვის ტურისტული სეზონის პერიოდში სავიზო რეჟიმს გააუქმებს

საქართველო, თბილისი - 18:30 | 13.05.2016
ნანახია: 1420

ალბანეთი საქართველოსთვის  ტურისტული სეზონის პერიოდში სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ინფორმაცია ამის შესახებ ალბანეთის მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ალბანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 15 მაისიდან 1 ნოემბრამდე ცალმხრივად გაუუქმოს სავიზო რეჟიმი. ალბანეთის მხრიდან ვიზლაიბერალიზცაია ასევე შეეხება რუსეთს, ბელარუს, საუდის არაბეთს, ყატარს და ომანს.

ალბანეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ. ვიზის გარეშე ქართველი ტურისტები ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ალბანეთის მთავრობამ ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე