"ჩვენ გაზსადენში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ" - ბობ დედლი
საქართველო, თბილისი - 12:54 | 13.05.2016 ნანახია: 1326"ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) საინვესტიციო პროექტებზე, წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დედლიმ სამუშაო საუზმეზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის(SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაში მდებარე „შაჰ დენიზი 2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდეწელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველობუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმს" საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ გაზსადენში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ისტორიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ, ვინც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილი ამ მიმართულებით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დედლიმ.
შეხვედრისას ყურადღება, ასევე გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა