ლიტველი ჟურნალისტები მაღალმთიანი აჭარით მოიხიბლნენ

საქართველო, თბილისი - 11:44 | 11.05.2016
ნანახია: 2135

მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლიტველი ჟურნალისტები გაეცნენ. ლიტვაში წამყვანი ონლაინ და ბეჭდური მედიის 12 -მდე წარმომადგენელმა პრესტურის ფარგლებში მირვეთის ექსტრემალური ველო და მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტებით ისარგებლეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ გვარას ციხის, მაჭახელას ისტორიული თოფისა და ჩხუტუნეთის მუზეუმის ისტორიასა და კულტურას. აჭარაში 4 დღიანი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ღირსშესანიშნაოებები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ისინი ქედის მუნიციპალიტეტსაც ეწვივნენ, სადაც მახუნცეთის ჩანჩქერი და ისტორიულ თაღოვანი ხიდები მოინახულეს, ასევე ესტუმრნენ აჭარულ ღვინის სახლს, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლიტველი ჟურნალისტების პრესტურს ლიტვაში დაწყებული პიარ და მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში გაუწია ორგანიზება. დეპარტამენტი რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით 28-29 მაისს ვილნიუსში „აჭარის დღეებს“ უმასპინძლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე