საქართველოში პირველად კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 10.05.2016
ნანახია: 1304

ოზურგეთთან ახლოს, მდინარე ბჟუჟზე გამართულ ექსტრემალურ შეჯიბრში 11 ქვეყნის 53 სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირისფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რუსეთიდან პრესტური მოაწყო. „AURA FILMS" -ის ჯგუფის წევრებმა კაიაკინგისშეჯიბრის შესახებ კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლს მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სანიჩბოსნო გამოფენაზე - Paddle Expo, ასევე სანიჩბოსნო და საინფორმაციო ვებგვერდებზე იხილავენ. ( Kayak Session Magazine, Kayak Session TV, Canoe & Kayak Magazine, ) 
კაიაკინგის პირველი საერთაშორისო ტურნირი "BZHUZHA RACE" საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით დაგურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირის თანაორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი კაიაკერების ჯგუფიTwo Blades Adventures - რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულშია და წარმოადგენს Adidas Outdoor -ს. 
საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ოზურგეთის თეატრთან ფლეშ-მობი მოეწყო. შეჯიბრის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგბჟუჟის ხეობაში უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისათვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე