„ჰუალინგ ჯგუფს“ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 09.05.2016
ნანახია: 1802

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ახალი ავიაკომპანიის რეგისტრაციის თაობაზე. მისი ბაზა საქართველოში იქნება, ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები და საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, სამომავლოდ, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საქართველოს ავიაბაზარზე შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია. კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება,





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე