გონიო-კვარიათსა და ახალსოფელში საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 06.05.2016
ნანახია: 1521

 

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობა ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე. ამჟამად სამუშოები გონიო-კვარიათსა და ახალსოფელში მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნული საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ერთიან საკანალიზაციო ქსელში ჩაერთვება. სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

პროექტის განხორციელებისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სესხის ფარგლებში დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასი ევროა გათვალისწინებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე