ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2140 ლარი გახდა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 05.05.2016
ნანახია: 1615

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2140 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2158 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5304 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5429 ლარს შეადგენდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე