თბილისს არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვია

საქართველო, თბილისი - 15:24 | 05.05.2016
ნანახია: 1248

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია. მათი ვიზიტის  მიზანს ადგილობრივი საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით კონკრეტული პროექტების გაცნობა წარმოადგენს.

დელეგაციაში არიან საერთაშორისო ღონისძიების „ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის“ (Annual Investment Meetin) პრეზიდენტი დავუდ ალ შეზავი (Dawood Al-Shezawi), მსხვილი არაბული კომპანიების Al Nakheel properties მმართველი დირექტორი აბდულრაჰმან ალ შეზავი (Abdulrahman al Shezawi) და Alliance international investment-ის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამინ ჰასსანი (Amin hassan).  ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო ფონდებთან და უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიებთან.  ასევე 7 მაისს იგეგმება ვიზიტი ბათუმში, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნობიან აჭარის ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.   

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე