ბათუმის მერია სტუდენტური დასაქმების პროგრამს იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 05.05.2016
ნანახია: 3354

ბათუმის მერია სტუდენტური დასაქმების პროგრამს იწყებს. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 2015 წლის 1 იანვრამდე ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასასწავლებლებში. სტუდენტები დასაქმდებიან ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პრიორიტეტი კომისიური გადაწყვეტილებით მიენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიკუთვნებულ, მზრუნველობამოკლებულ სტუდენტებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ან გარდაცვლილად გამოცხადებულის, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის შვილები; სტუდენტებს რომლებიც აქტიურ მოხალისეებად იყვნენ ჩართულნი მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებულ პროგრამებში (ეკოლოგიის, გამწვანების, გაწმენდით და სხვა მოხალისეობრივ აქტივობებში) და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომელთა საერთო შეწონილი საშუალო ქულა შედგენს 81-ს.

პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად, თითოეულ ეტაპზე დასაქმდება 100 - 100 სტუდენტი, სულ 200 სტუდენტი. გაწეული შრომა ანაზღაურდება 400 ლარის ოდენობით.

რეგისტრაციისათვის აპლიკანტმა დოკუმენტაცია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე