სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 04.05.2016
ნანახია: 1240

2016 წლის 4 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო  სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.200 პროცენტით, მაქსიმალური 13.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.693 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე