აჭარაში გადამფრენი ფრინველების დაცვისთვის უიტლის ფონდის ჯილდო ქართველმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 13:09 | 04.05.2016
ნანახია: 1824

აჭარაში გადამფრენი ფრინველების დასცვის მიზნით გაწული სამსახურისთვის ბუნების კონსერვაციის საზოგადოების (SABUKO) დამაარსებელსა და დირექტორს ალექსანდრე რუხაიას ბუნების კონსერვაციის სფეროში მსოფლიოში პრესტიჟული უიტლის ფონდის ჯილდო გადაეცა.

ჯილდო, რომელიც £ 35,000 შეადგენს აჭარაში პროექტის გასაფართოვებლად და ფრინველთა გადაფრენის მდგომარეობის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის გასავრცელებლად დაიხარჯება.

ფონდის ჯილდო პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა ბუნების კონსერვაციის სფეროში, რომელიც საქართველოს წარმომადგენელმა პირველად მიიღო. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვება რეგიონში 2012 წლიდან ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა.

ამ მხრივ რეგიონი მდიდარ ტურისტულ პოტენციალს ფლობს. ფრინველებზე დაკვირვებისთვის გამოირჩევა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია - ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბუნების კონსერვაციის საზოგადოებასთან (SABUKO) ერთად რეგიონში ორგანიზებას უწევს ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. აღნიშნული ფესტივალისთვის დეპარტამენტმა სოფელ შუამთაში სათვლათვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა მოაწყო. დეპარტამენტი ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების განითარებას მათთვის ტურისტების მოზიდვითა და ტრენინგების ჩატარების გზით.

 ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო - რგოლების სახით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაციას როგორ შიდა, ისე უცხოურ ტურისტულ ბაზრებზე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე