დიმიტრი ქუმსიშვილი „ჯიბე ქეშ ენდ ქერის“ ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება

საქართველო, თბილისი - 16:30 | 03.05.2016
ნანახია: 1726

3 მაისს, 19.00 საათზე, თბილისში, თორნიკე ერისთავის ქ. 5-ში (სანზონა, სავაჭრო ცენტრ „საბას“ გვერდით),  საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ჯიბე ქეშ ენდ ქერის“ ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

კომპანია „ჯიბე ქეშ ენდ ქერი“ წარმოადგენს საბითუმო სავაჭრო კომპანიას, რომელიც აერთიანებს 12  აუთლეტ მაღაზიას.  კომპანიაში 2015 წელს განხორციელდა 10 მილიონ დოლარზე  მეტი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ვაჭრობის ზრდასა და ადგილობრივი ბაზრის  განვითარებას.  კომპანიაში 200-მეტი ადამიანია დასაქმებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე