ბათუმში ე.წ. ზებრა გადასასვლელების შეღებვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 03.05.2016
ნანახია: 1281

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ზებრა გადასასვლელების შეღებვა მიმდინარეობს. შეიღებება როგორც ქვეითთა გადასასვლელები, ასევე მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებები და ველობილიკები. მოეწყობა სპეციალური პარკირების ადგილები შშმ პირთათვის.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება გარეუბნების მოწესრიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო 2 თვის განმავლობაში განახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე