თურქეთი სერიალების ექსპორტის კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 03.05.2016
ნანახია: 1395

თურქეთი სერიალების ექსპორტის კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველი კი ამ ბაზარზე აშშ-ია.

როგორც თურქულ გამოცემა АА-თან საუბრისას  თურქული უნივერისტეტის ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე კადრირ ჰას ეილემ იანარდაროღლუ აცხადებს.

მისივე თქმით, უცხოელ მაყურებელში თურქული სერიალების მომხიბვლელობა ყოველწლიურად იზრდება.

„ბოლო წლების განმავლობაში თურქულმა სერიალებმა განსაკუთრებული ყურადრება მიიპყრო ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა სერიალების ექსპორტს მსოფლიოს 102 ქვეყანაში ახდენს“,- განაცხადა იანარდაროღლუმ.

მისივე ინფორმაციით, თუ კი 10 წლის უკან სერიალების გაქირავებიდან მის შემქმნელებს რამდენიმე ათასი დოლარი რჩებოდათ, დღეს მათი შემოსავალი მილიონობით დოლარია.

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, თურქული სერიალების პოპულარულობა თურქული კულტურის შესაძლებლობებმა და ცხოვრების სტილმა განაპირობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე