ნეიმარმა საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და 9,1 მლნ დოლარად თვითმფრინავი იყიდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 29.04.2016
ნანახია: 1293

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და 9,1 მლნ დოლარად თვითმფრინავი იყიდა, წერს Globo Esporte.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელმა შენაძენი 2015 წლის აგვისტოში გააკეთა. საუბარია თვითმფრინავზე მარკით Cessna Citation 680, რომელიც 12 ადამიანის გადაყვანაზეა ორიენტირებული და 890 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. ფეხბურთელმა თვითმფრინავი კომპანია Neymar Sport e Marketing-ზე გააფორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ფეხბურთელი ბრაზილიასა და ესპანეთში გადასახადების დამალვაში მრავალჯერ დაადანაშაულეს. საყურადრებოა ისიც, რომ ფეხბურთელის ქონების ნაწილის კონსპიკაციაც კი განხორციელდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე