თბილისში მდებარე ''ვილლა საბა“ 2 მლნ დოლარად იყიდება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 29.04.2016
ნანახია: 2202

''ვილლა საბა“ 2 მლნ დოლარად იყიდება. როგორც უძრავი ქონების სააგენტო Noble-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ვილლა საბა“ თბილისში, საბურთალოს რაიონში  პიკასოს ქუჩაზე მდებარეობს.

უნიკალური პროექტირების სახლი მოიცავს: საცხოვრებელ ზონას, გახსნილი სივრცეებით, მისაღებ და საძინებელ ოთახებს, გალერეას, კაბინეტს, სპას და ტერასებს, ითვალისწინებს პარკინგს შვიდი ავტომობილისთვის.

როგორც ობიექტის აღწერილობიდან ირკვევა, 2 სართულიანი შენობა სულ 8 ოთახს აერთიანებს, საიდანაც 3 საძინებელი ოთახია.

სახლის ასაშენებლად და მოსაწყობად გამოყენებულია მაღალის ხარისხის მასალები როგორიც არის:

B&B ITALIA, BULTHAUP, DRIADE, BENG&OLUFSEN, ROBERTO CAVALLI, YCAMI, BOFFI, AGAPE, FLOS, LIGNE ROSET, ZANOTTA, ALESSI, INGO MAURER, LUCE PLAN, ANTARES, GIANNI GAITI, BISAZZA, FLORAN, TEUCO, REX, LASTRE, AGEBO, DAKIN, JAKOB, JAGA, TILO, B.TICINO, ZINCO, UNICRAFT, SILVELOX, DE NARDI, BERLONI, MOTTURA, LAUFEN, DIERRE, TRE-PIU, ALBINI&FONTANOT, VISMARAVETRO, TURES RADIATORI.

კონცეპტუალურად მრავალ-პროფილური და კომფორტაბელური ვილა აშენებულია ხარისხის და მაღალი ესთეთიკის გათვალისწინებით, რაც ჰარმონიულობის სისრულის დაუვიწყარ განცდას ქმნის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე