„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში" ხადის ხეობა

საქართველო, თბილისი - 17:44 | 28.04.2016
ნანახია: 2290

ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით, მასშტაბური პროექტი იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS"და ტურისტული კომპანია„აღმოაჩინე საქართველო" ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.
პროექტის მიზანია, საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტულირესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალზეwww.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად დარუსულად. პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრეინინგებს და მათისაქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართულობა არისსრულიად უსასყიდლო.
პროექტის ფარგლებში პირველი საველე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ჩატარდა, სადაც ჯგუფის წევრებმა 
ხადის ხეობის ისტორიული ძეგლები მოინახულეს: 
„ქობთ ციხე" („ელგუჯას ციხე") - გვ. შ/ს.
„თავხადის ეკლესია" – XX საუკუნის დასაწყისი
ირიაულების ციხე -იუხოში X ს.
თამარ მეფის ნადარბაზევი -XII ს.
წკერეს კვირაცხოვლის კომპლექსი - X-XII სს.
„მილიონა" - თერგის ხეობისკენ გადასასვლელი
ქოროღოს კომპლექსი - IX-XI სს.
ცეცხლის ჯვრის კომპლექსი X – XIII სს.
ჯგუფის წევრებმა ძეგლებზე ჩაატარეს შემდეგი გამუშაოები: ფოტოგრაფირება, GPS კოორდინატების აღება, მოკლე ტექსტური ჩანაწერებისგაკეთება, ტურისტული მარშრუტის მონახაზის გაკეთება.
გაესაუბრნენ ხალხური რეწვის ადგილობრივ ოსტატებს და სადაც გამოფენილი იყოსუვენირების. ადგილობრივებთან ჩატარდაკონსულტაციები სამომაბლო ტრეინინგზე.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მომღერალთა ანსამბლმა „ხადამ".
გამოტანილი იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოქარგული სუვენირები.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე