"ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა
საქართველო, თბილისი - 11:25 | 28.04.2016 ნანახია: 1304სს "ელიტ ელექტრონიქსი" წარმოდგენილ კომპანიებს შორის 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს.
Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ 2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეთერთმეტე ცერემონიაზე 200-მდე ექსპერტის შეფასებით სს "ელიტ ელექტრონიქსი" ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" - რჩეულ ბრენდად დასახელდა.
კომპანიისთვის 2015 წელი წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით.
„საერთო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2015 წელი საკმაოდ კარგად დახურა. ამავე წელს გავაფორმეთ ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კონტრაქტები. “ელიტ ელექტრონიქსი” გახდა “Samsung”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე, რაც ჩვენი კომპანიის გამორჩეული წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ ექსკლუზიურ კონტრაქტს იაპონურ კომპანია „Hitachi“-სთან, რითაც „ელიტ ელექტრონიქსი“ გახდა აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ამავდროულად, „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი, როგორებიც არიან: Bosch, Siemens და Gorenje. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში.
ასევე, 2015 წლის მაისში გავხსენით ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქავთარაძის #1-ში. ამ მაღაზიაში ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი.
ჩვენი კომპანიის წარმატებას პირველ რიგში განაპირობებს სწორი მენეჯმენტი, რადგან სწორედ ეს გუნდი ქმნის კომპანიას. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მომწოდებლებსა და პარტნიორებს. ჩვენი გუნდი ყველა მომწოდებელთან და პარტნიორთან ერთად ქმნის იმ კომფორტს, რასაც შემდგომ მომხმარებლებს ვთავაზობთ. ეს არის დახვეწილი ინტერიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, მსოფლიო დონის ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე, როგორც კონსულტაციის პროცესში ასევე რეალიზაციის შემდგომ სერვისებში. 2015 წლის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლდათ კომპანია „ელიტ სერვისი“-ს შექმნა, რომელიც ჩვენს მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და „ელიტ ელექტორონიქსის“ მომხმარებლებს ტექნიკურ დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე, „ელიტ სერვისი“-ს 7 ობიექტი ფუნქციონირებს, 2017-2018 წლებში კი იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სერვისს საქართველოს ყველა კუთხეში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. რეგიონებში სერვის ცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდსა და თელავში, ასევე წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია Bosch-ის, Siemens-ისა და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მიერ.“ - აცხადებს ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი, ლადო ჯობავა.
"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა