13-15 მაისს, ბათუმი "EXPO BATUMI 2016"-ს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 27.04.2016
ნანახია: 1601

13-15 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ "ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-9 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2016" გაიმართება. გამოფენის  ორგანიზატორი საქართველოში ერთ - ერთ პირველი მოქმედი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია  "GEONET EXPO"

გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია ის  წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. "EXPO BATUMI 2016"-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და  ჩინეთი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

"EXPO BATUMI 2016" ის მხარდამჭერია - აჭარის  მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე