ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანკფურტის გამოფენაზე - IMEX 2016

საქართველო, თბილისი - 13:50 | 27.04.2016
ნანახია: 1343

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გერმანიაში შეხვედრები გამართა. გიორგი ჩოგოვაძე ფრანკფურტის ტურისტულ გამოფენას „IMEX 2016"-ს დაესწრო, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან ერთად 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან. „IMEX 2016" -ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციას, მოეწყო პრეზენტაციებისაქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. ფრანკფურტის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2016" მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 3500 კომპანია იყო წარმოდგენილი და გამოფენა ძირითადად საქმიან ტურიზმსდაეთმო. საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო ბიურო ჩამოაყალიბა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე