„საქაერონავიგაციას“ 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა
საქართველო, თბილისი - 15:50 | 26.04.2016 ნანახია: 1470საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა. ახალი თანამშრომლები კომპანიამ გასულ წელს კონკურსის შედეგად შეარჩია და ავიამეთვალყურის პროფესიის შესასწავლად ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში(CANI) გააგზავნა.
სტუდენტები ხუთი თვის განმავლობაში ჩეხეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. მათ შეისწავლეს ყველა ის დისციპლინა, რაც ავიამეთვალყურისთვის არის საჭირო, გადიოდნენ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას. სწავლების პროცესი რთული და დატვირთული იყო, რადგან სტუდენტები ყველა საგნის გავლის შემდეგ აბარებდნენ გამოცდებს. ფინალურ გამოცდას, რომელიც თორმეტივე ავიამეთვალყურემ წარმატებით ჩააბარა, ჩეხ ლექტორებთან ერთად „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
“ახალი პერსონალის დამატების საჭიროება ფრენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. ევროკონტროლის მონაცემებით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და საქართველოში ფრენების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით მოიმატებს. ჩვენი ორგანიზაცია ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევიძინეთ ახალი სანავიგაციო სისტემა და დავამატეთ ახალი ავიამეთვალყურეები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არსებობს ამ პროფესიის შემსწავლელი ფაკულტეტი, ჩვენ ახალგაზრდები სასწავლებლად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გავაგზავნეთ, სწავლებისა და ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმენით და მათ ჩვენი იმედები გაამართლეს. ავიამეთვალყურე საპასუხისმგებლო პროფესიაა და პერსონალისგან მაქსიმალურ მობილიზებას, ყურადღებას, მაღალ პროფესიონალიზმსა და წვრილმან დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვს. ავიამეთვალყურე უნდა იყოს გაწონასწორებული, სწრაფად უნდა იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არასოდეს უნდა იბნეოდეს. მიხარია, რომ სწორედ ამგვარი დახასიათებით დაგვიბრუნდა თორმეტივე ახალგაზრდა”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველწლიურად იზრდება ასევე ტრანზიტული რეისების რიცხვიც. აქედან გამომდინარე, „საქაერონავიგაცია“ კიდევ აპირებს ახალი თანამშრომლების მიღებას. უკვე გამოცხადებულია ღია კონკურსი, რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნება 12 ავიამეთვალყურე - 7 თბილისში, 3 ქუთაისში და 2 ბათუმში. კონკურსში გამარჯვებულები სწავლებას ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გაივლიან. აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე ეტაპად მოხდება, რაც გულისხმობს ტესტირებას ინგლისურ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში და გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. კონკურსანტებს საბოლოოდ CANI-ის წარმომადგენლები შეარჩევენ.
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა