აშშ-ში პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით საინვესტიციო როუდ შოუ ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 13:12 | 26.04.2016
ნანახია: 1280

საქართველოს პრემიერ მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 27-29 აპრილს შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო როუდ შოუ ჩატარდება.

ღონისზიებათა მიზანია ამერიკული ბიზნესისათვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენა.

ოფიციალური პირების გარდა ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები.

საინვესტიციო როუდ შოუ ხვალ სტარტს ქალაქ ჩიკაგოში აიღებს. 28 და 29 აპრილს კი ანალოგიური შეხვედრები ბოსტონსა და ნიუ იორკში გაიმართება.

ღონისძიებაზე მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელი პირების დასწრებას ელოდებიან, რომელნიც როუდ შოუს ფორმატის გათვალისწინებით ასევე შეძლებენ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვას ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.

როუდ შოუს ორგანიზებას ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ამერიკაში საქართველოს საელჩოს უწევენ. მისი დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის „CitiGroup“-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე