ამ დროისათვის, ქართულ ავიაციაში Turkish Airlines-ის წილი 21 %-ია

საქართველო, თბილისი - 12:33 | 26.04.2016
ნანახია: 1235

ქვეყნის ავიაციის  ლიდერი კომპანია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი კვარტის მონაცემებით ბაზრის 21 %-ი უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში ნომერ პირველია.

საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი  FlyUIA, რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 13 %-ს ფლობს.

მესამე პოზიციაზე ქართული კომპანია Georgian Airways-ია, რომლის ბაზრის წილიც 9 %-ს შეადგენს.

2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Pegasus Airlines-ის წილი 8%-ია.

რუსული ავიაკომპანია S7-ის წილი, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით 7%-ია.  ბაზრის 6-6 %-იანი წილს მფლობელები არიან რუსული ავიაგიგანტი Aeroflot-ი და არაბული ავიაკომპანია Flydubai.

ბაზრის 4 %-იანი წილის მფლობელია უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Arabia, QatarAirways, Atlasglobal, Belavia, AZAL.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 89 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქაც გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ლიდერი Turkish Airlines-ია, რომელსაც ბაზრის 20 %-ი უკავია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანიების „TOP-5“ ასეთია:

  1. Turkish Airlines-ი - 20% ,
  2. 2.FlyUIA- 11%,
  1. Georgian Airways-ი - 10%,
  2. S7- 8%,
  3. Flydubai – 7%-ი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე