დიმიტრი ქუმსიშვილი: ველოდებით ლარის გამყარებას

საქართველო, თბილისი - 13:15 | 22.04.2016
ნანახია: 1297

ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი არის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ურნალისტებტან განაცხადა.

სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ ,,ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტრაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს”. 
მინისტრის თქმით, ის ლარის გამყარებას ვარაუდობს.
„ჩვენ ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა, რაც სწორი პოლიტიკაა. ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება, ამიტომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე