ივლისიდან, შავი ზღვისპირეთის მიმართულებით მგზავრებს ორსართულიანი მატარებლები მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 13:07 | 22.04.2016
ნანახია: 1406

ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. კომპანიის ინფორმაციით, ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან.

ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს  და შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

„ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე”, აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სერვისის გაუმჯობესების შემდეგ მგზავრობის ღირებულების ტარიფები არ შეიცვლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე