"მეტრო ჯორჯია“ Maroon 5-ის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის რეისების ზრდას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 12:11 | 22.04.2016 ნანახია: 1969
ბათუმი გრემის მფლობელი ბენდის Maroon 5-ის დასახვედრად ემზადება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია www.tkt.ge ზე 25 აპრილიდან დაიწყება, თუმცა კონცერტზე დასწრების სურვილი უცხოელმა ტურისტებმა უკვე დააფიქსირეს.
როგორც "მეტრო თრეველ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, კომპანიის მიერ უკვე შემუშავებულია Maroon 5-ის კონცერტზე მორგებული 3- დღიანი ტურისტული პაკეტები. კომპანია შესაბამის პაკეტებს გაყიდის ყველა სამინზე ბაზარზე, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელარუსში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში და სხვა.
"მეტრო თრეველ ჯორჯიაში” ადასტურებენ, რომ უცხოელების მხრიდან Maroon 5-ის კონცერტზე დასწრების ინტერესი დიდია. კომპანიამ უკვე მიიღო შესაბამისი შეკვეთები ბელარუსიდან და ყაზახეთიდან.
რაც შეეხება კონცერტზე მორგებული ტურისტული პაკეტების ღირებულებას, ის ინდივიდუალურია, რადგანაც დამოკიდებულია კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასზე, სასტუმროს კლასსა და ასევე ფრენის ღირებულებაზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „მეტრო ჯორჯიას“ შვილობილ კომპანია "მეტრო თრეველ ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში „მეტრო ჯორჯია“ დამატებითი რეისების დანიშვნასაც განიხილავს.
„თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენ გავზრდით რეისების რაოდენობას თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე Maroon 5 -ის კონცერტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ორსართულიანი ავტობუსებიც დავამატოთ და უკვე არსებული რეისებიც 5-დან 8-მდე გავზარდოთ,"- განაცხადა "მეტრო თრეველ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თავართქილაძემ.
Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი კი ასე გამოიყურება:
40 ლარი - ზონა B
100 ლარი - ოქროს ზონა
200 ლარი - VIP (B)
300 ლარი - VIP (A)
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ჯგუფი Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს გაიმართება, კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია კი 25 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება.
კონცერტი ნაწილია პროექტისა „Check in Georgia”, რომელიც მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, პროგრამა ყოველწლიურად გაფართოვდება და ტრადიციად იქცევა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველო გახდეს რეგიონის კულტურული ცენტრი.
თავის მხრივ კი "Check in Georgia" თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, მოიცავს 35 ფესტივალს, რომელიც 19 ქალაქში გაიმართება. იხილეთ მცირე ჩამონათვალი: Gem Fest – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, თბილისის მოდის კვირეული, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ. #checkingeorgia
პოლიტიკა
- საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა - ჯოზეფ ბორელი
- განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - პრეზიდენტი
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა